საჯარო ლექცია
14 მარტი,20172017 წლის 14 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია, ციკლიდან ,,ქართული ფენომენი“, ჩაატარა ცნობილმა მწერალმა და პუბლიცისტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა რევაზ მიშველაძემ.
ლექციას ესწრებოდნენ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბატონი იოსებ ალიმბარაშვილი, ქართული ლიტერატურისა და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები, ქალბატონები: მარინე ცერცვაძე და მარიამ კობერიძე, ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ,,ქართული ფენომენის“, როგორც განსაკუთრებული მოვლენის, მისი გენეტიკური და ანთროპოლოგიური ნიშან-თვისებებისა და თავისებურებათა შესახებ, ვრცელ ქრონოლოგიურ ჭრილში განიხილა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან ამ მოვლენის გამოვლენის ფაქტები, როგორ აისახებოდა და აისახება ეს პროცესი ქართულ ლიტერატურაში, მოიყვანა არაერთი მაგალითი ,,ვეფხისტყაოსნიდან“, თანამედროვე ქართველ მწერალთა, მათ შორის, საკუთარი შემოქმედებიდან.
შეხვედრის დასასრულს, პასუხი გაეცა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.