საჯარო ლექცია
05 დეკემბერი,20165 დეკემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს სახალხო დამცველი, ბატონი უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით, გადაწყდა, რომ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო ლექციათა ციკლი დაწყებულიყო გორის უნივერსიტეტიდან.
გორის უნივერსიტეტში ბატონი უჩა შეხვდა სტუდენტებს, საჯარო ლექცია ეხებოდა ადამიანის უფლებებს. ლექციის შემდეგ სახალხო დამცველმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს აღნიშნული სფეროს ირგვლივ. ასევე მან მიმოიხილა ომბუდსმენის მუშაობა და მისი შედეგები, რამაც აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია.