საჯარო ლექცია
23 დეკემბერი,201517 დეკემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: "ცხინვალი - წარსული და დღევანდელობა". საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი ღავთაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
ამავე დღეს ქუთაისის ადგილობრივი ტელევიზიით გავიდა სპეციალური სიუჟეტი გორის უნივერსიტეტის შესახებ. სტუდიაში მიწვეული იყო გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმების შესახებ