საჯარო ლექცია “ტურიზმი საქართველოში“
19 ივნისი,201419 ივნისს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი სიგუამ გორის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია ,,ტურიზმი საქართველოში“. სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკული განვითარების მიზნით ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. გიორგი სიგუამ სტუდენტებს მობილური გიდების პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა.