საჯარო ლექცია თემაზე
05 მაისი,20174 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში.
ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა:
Ø სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსი და განსხვავება სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან;
Ø პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმართვის პრინციპები;
Ø 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო ვადები და შედეგები.
ლექციას უძღვებოდნენ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე.
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ბექა ძამაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სტუდენტები და საზოგადოების დაინტერესებულმა პირები.