საჯარო ლექცია თემაზე: გენოციდი
09 დეკემბერი,20202020 წლის 5 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელშეწყობით გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული - ,,გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: გენოციდი: The Crime of Crimes (ონლაინ რეჟიმში).
საჯარო ლექციის დროს განხილულ იქნა გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წლის 9 დეკემბერს მიღებული „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენციის შექმნის ისტორიული წინაპირობები და გამომწვევი მიზეზები, დანაშაულთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებანი და გენოციდის ცალკეული შემთხვევები.
ლექციას წარუძღვა სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ დაფუძნებული გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.a