საჯარო ლექცია თემაზე „დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება“

10 მარტი,2021

2021 წლის 10 მარტს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება“. ლექციას უძღვებოდა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი და დოქტორანტი თეა ედიშერაშვილი. მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ იქნა ბლოგები: დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება, ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები.

წარმოდგენილი ორი ბლოგი ეხება საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით დამუშავებულ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დარღვეული თანასწორობის უფლების სამართლებრივი საშუალებებით ეფექტური დაცვისა და ადმინისტრაციული მექანიზმების არსებობის შესახებ ინფორმაციას, რითაც შესაძლებელია თანასწორობის დარღვეული უფლების აღდგენა და ასევე ჩვენი ქვეყნის ბავშვებისათვის მათი უფლებების დასაცავად, ბავშვის საუკეთესო ინტერსებზე დაფუძნებული, რიგი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისა და მათი დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობის შესახებ საინტერესო მიმოხილვას.

აღნიშნული ბლოგების გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლუსურ ენაზე ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები

ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები (EN)

დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება

დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება (EN)

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა