საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის
21 დეკემბერი,201621 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში „სტარტაპ საქართველოს“ ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის.
„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.
„სტარტაპ საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცდა.
საჯარო ლექციას უძღვებოდა, შპს „სტარტაპ საქართველოს“ დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი ვაჟა მენაბდე, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროექტი და ის შესაძლებლობები, რასაც პროექტი აძლევს სტუდენტებს.
აღნიშნულმა პროგრამამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია, მათ ადგილზე შეავსეს „სტარტაპის ელჩობის“ კანდიდატის განაცხადები.