საჯარო ლექცია სკოლის მოსწავლეთათვის

19 აპრილი,2022

2022 წლის 19 აპრილს ხიდისთავის საჯარო სკოლის მიწვევით, სკოლის მოსწავლეთათვის საჯარო ლექცია ,,დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი - ცხოვრება და მოღვაწეობა“ - ჩაატარა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჯალაბაძემ მოსწავლეებს ბატონი იოსები წარუდგინა, როგორც ხიდისთავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, აღნიშნა მისი ინტერესი მშობლიური სოფლის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით და მის მიერ გამოცემული ნაშრომები.

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის წარმომავლობის, მისი გვარის ხიდისთავში დასახლების და შემდგომი ბედის, დიმიტრის, როგორც საქართველოში არქეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ისტორიკოსის, დრამატურგის, პოეტის საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ. აღინიშნა მისი როლი და დამსახურება ქართული სიძველეების, ლაპიდარული და ფრესკული წარწერების, ეკლესია მონასტრებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების იმდროინდელი მდგომარეობის აღწერისა და შთამომავლობისათვის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ლექცია წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატში. შეხვედრის დასასრულს, ბატონმა იოსებმა მშობლიურ სკოლას მისი ავტორობით გამოცემული მონოგრაფიები: ,,ხიდისთავის ისტორია“ და ,,დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა)“ უსახსოვრა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა