საჯარო ლექცია-სემინარი
20 სექტემბერი,201720 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში, ახალი ეკონომიკური სკოლის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია-სემინარი.
სემინარი წარიმართა „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Neumann Foundation) პროექტის ფარგლებში. ექსპერტებმა შეხვედრის დროს განიხილეს რამდენიმე საკითხი. კერძოდ:
ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა, ბატონმა პაატა შეშელიძემ ისაუბრა თემაზე: „ეკონომიკური თავისუფლება და დასაქმება“.
დრ. რობერტ ლოუსონმა: „ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობა“
დრ. ბენჯამინ პაუელმა თემაზე: „დასაქმება და სამუშაო პირობები“
ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ეკონომიკური თავისუფლებისა და დასაქმების მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და სამუშაო პირობების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის აქტუალიზაციის საკითხების განხილვა.
ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.