საჯარო ლექცია მოსწავლეებისთვის
02 მაისი,20232023 წლის 2 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ფინანსური წიგნიერების" პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სტუმრებს მიესალმა და უნივერსიტეტის მოკლე ისტორია გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. პროექტის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი და სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი იოსებ ენუქაშვილი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს გორის უნივერსიტეტის პროფესორება, დავით ჭიოტაშვილმა და გიული გიგუაშვილმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და ფოტოგამოფენა.
პროექტის ხელმძღვანელები: მაია ლელაშვილი და თამარ ჩაგელიშვილი.