საჯარო ლექცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ
16 ნოემბერი,20162016 წლის 16 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იოსებ ალიმბარაშვილი, ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გოგოლაშვილი, ვიანორ ახალაია, მარიამ კობერიძე, მამუკა ჯოლბორდი და ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ მუზეუმში, სადაც ბატონმა გიორგი გოგოლაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ.
ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ასპექტებზე, მისი ნაშრომებისა, და, განსაკუთრებით ,,დედა-ენის“ მნიშვნელობაზე, იმ უახლოეს მიზნებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რასაც იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება აპირებს მწერლის უკვდავსაყოფად.
ლექციას, გარდა პროფესორებისა და სტუდენტებისა, ესწრებოდნენ სოფ. ვარიანის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ქეთევან მეგრელიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა დავითიძე და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.