საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია
06 ოქტომბერი,20182018 წლის 6 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების: პროფესორ ვლადმიერ სულეიას და პროფესორ ტადეუშ ვოლშას საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია (ქართულ ენაზე) მარშალ იუზეფ პილსუდსკის მოღვაწეობის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ენჩი, ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები.
შეხვედრა გახსნა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიმოიხილა ქართულ-პოლონური ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილა გორის უნივერსიტეტის ურთიერთობებზე პოლონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და აღნიშნა, რომ სამომავლოდ არა ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება პოლონელ პარტნიორებთან ერთად. შეხვედრის შემდეგ ნაწილში პროფესორმა ვლოდიმეჟ სულეიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მარშალ იუზეფ პილსუდსკის მოღვაწეობის შესახებ, ეს ინფორმაცია მისი ავტორობით ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნშია თავმოყრილი.