საჯარო ლექცია არბო, პარიზი, ლიმა არბოს ისტორიიდან ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება
05 ნოემბერი,2021მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა პროექტის ,,მაქარაშვილების საგვარეულო ისტორიის კვლევა“ ფარგლებში საჯარო ლექცია გამართა თემაზე „არბო, პარიზი, ლიმა არბოს ისტორიიდან ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება“.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
პროექტი ითვალისწინებს მონოგრაფიის და დოკუმენტური ფილმის მომზადებას შიდა ქართლის გამოჩენილი საგვარეულოს, ჟურულ-მაქარაშვილების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.