საჯარო დისკუსია
15 მარტი,2017საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა
საჯარო დისკუსია გორის უნივერსიტეტში
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი განაგრძობს საერთო ეროვნულ დისკუსიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საკითხებზე. 15 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადგილობრივი ხელისუფლების, შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრას უძღვებოდა უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გიორგი ახალკაცი. სიტყვით გამოვიდნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი, ბატონი დავით რაქვიაშვილი; უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები: ბატონი ალექსი ბარამიძე, და ქალბატონი თეონა აქუბარდია.
გამომსვლელებმა ისაუბრეს უსაფრთხოების ბუნების, მისი რეალიზების საშუალებებისა და მიზნების მრავალფეროვნების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.