საჯარო დისკუსია
06 მარტი,20156 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა მოაწყო საჯარო დისკუსია ,,ჩვენ ამას შევძლებთ“ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ქალთა მონაწილეობით.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალთა მიერ გაწეული სამუშაოსა და პროფესიული განვითარების აღიარებასა და მათ წახალისებას მრავალმხრივი პროფესიული განვითარებისაკენ.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთი ელჩი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკური, საინფორმაციო და ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. სამხედრო, საჰაერო და პოლიციის ოფიცრები. აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი.