RURD პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

19 თებერვალი,2020


2020 წლის 17 თებერვალს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის -„რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეროვნული შეხვედრა პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონალური ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, გაკეთდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. თითოეულმა უნივერსიტეტმა წამოადგინა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის საჭირო SWOT ანალიზის პრეზენტაცია.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგიმ სოსიაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ციური დურულმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა.
პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონალური უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება ეროვნული პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა