რუმინეთის ელჩი
03 მაისი,20173 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია რუმინეთის ელჩი საქართველოში ბატონი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და პარლამენტარები - გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი. სტუმრებს უმასპინძლა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ევროკავშირში, ასევე სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებზე.
სტუმრები ასევე შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირზე, მათ მომავალ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. შეხვედრას მოდერაციას უწევდა უნივერსიტტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი.