Role of Universities in the Regional Development - RURD Project Meeting in Kaunas

23 მარტი,2022

 

2022 წლის 14-16 მარტს ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (კაუნასი, ლიტვა) უმასპინძლა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტებს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, და იურიდიული სამსახურის უფროსი დავით კვერნაძე.
პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილეთა მიერ წარადგენილ იქნა შესაბამისი ანგარიშები პროექტის განვლილი პერიოდის სამუშაოების შესახებ, ასევე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა