რიგით მე-7 კონგრესი
19 მარტი,2018მიმდინარე წლის 15-16 მარტს ქალაქ სტამბულში, მალტეპეს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის რიგით მე-7 კონგრესი. კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და არსებული მდგომარეობით უკვე ორმოცამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს. კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის კონგრესში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, მონაწილეობდა რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი.
კონგრესის ფარგლებში, 15 მარტს გაიმართა ასოციაციის წევრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრა. საჯარო გამოსვლაში პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციაში, გამოითქვა მზაობა ასოციაციის სხვადასხვა პროექტებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად და განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.