რექტორის შეხვედრა
22 იანვარი,2015
2015 წლის 22 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა აწ უკვე განვლილი დღესასწაულები და უსურვა შემდგომი წარმატებები.
შეხვედრის თემა იყო მოახლოებული 2014-15 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროფესორ მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ცენტრისთვის ტესტების დროულ მიწოდებას და საგამოცდო ქულების ატვირთვას უნივერსიტეტის საინფორმაციო ბაზაში. წამოყენებულ იქნა წინადადებები 2014-15 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შუალედური გამოცდების წერილობითი ფორმით ჩასატარებლად. აგრეთვე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელთა სადისციპლინო მონიტორინგსა და მიმდინარე სამუშაო საკითხებზე.