რექტორის შეხვედრა

22 იანვარი,2015


2015 წლის 22 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი ჰუმანიტარული და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, მიულოცეს აწ უკვე განვლილი დღესასწაულები და უსურვეს წარმატებები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2014-15 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების, პროფესორ მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ცენტრისთვის ტესტების დროული მიწოდების და საგამოცდო ქულების უნივერსიტეტის საინფორმაციო ბაზაში დროული ატვირთვის საკითხები. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სადისციპლინო მონიტორინგსა და მიმდინარე სამუშაოებზე.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა