რექტორის შეხვედრა სამსახურების ხელმძღვანელებთან
06 იანვარი,2015
2015 წლის 6 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა, მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა წარმატებები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა წლიური ანგარიშების მომზადება, ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის თანამშრომელთა სადისციპლინო მონიტორინგსა და მიმდინარე სამუშაო საკითხებზე.