რექტორის არჩევნები
07 დეკემბერი,2023მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 16 ოქტომბრის N 6 - 43 დადგენილებით, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდა რექტორის არჩევნები. წარმოდგენილი იყო ერთი, ალექსანდრე მღებრიშვილის, კანდიდატურა. აკადემიურმა საბჭომ განიხილა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და კონცეფცია, რომლის შემდეგაც ჩატარდა ფარული კენჭისყრა.
ფარული კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ანა დათუაშვილმა აკადემიურ საბჭოს გააცნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ალექსანდრე მღებრიშვილის კანდიდატურას, რომელიც 4 წლის ვადით დაიკავებს რექტორის თანამდებობას.