რექტორის არჩევნები
15 იანვარი,201915 იანვარს გორის უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის არჩევნები, წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატი, აკადემიურმა საბჭომ განიხილა ორივე კანდიდატის დოკუმენატაცია და სამოქმედო გეგმა, რის შემდეგაც გაიმართა ფარული კენჭისყრა.
გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნებში ალექსანდრე მღებრიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც აკადემიური საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობა მიიღო. საბჭოს წევრებმა გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორი ფარული კენჭისყრის მიხედვით 4 წლის ვადით აირჩიეს.