რექტორის ანგარიში
30 დეკემბერი,20152015 წლის 29 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარდგა. მან ისაუბრა 2015 წელს განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებზე, წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა შემდეგ პრიორიტეტებზე: პროგრამული ცვლილებები, საერთაშორისო პროექტები და პროგრამები, სტუდენტთა დაფინანსების სისტემა, სტიპენდიები, პროფესორ-მასწავლებელთა წახალისებისა და საგრანტო სისტემა, კვლევები, ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, კულტურა, სპორტი და სხვ. რექტორმა მადლიერებით მოიხსენია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტისათვის საერთო საცხოვრებლის სარეაბილიტაციოდ გაწეული დახმარებისათვის.
დასასრულს რექტორმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.