რეგიონული კონფერენცია
01 ივლისი,2021,,ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ’’
2021 წლის 26 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილოებით გაიმართა რეგიონული კონფერენცია, პროექტის - ,,ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ’’ ფარგლებში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და შიდა ქართლის რეგიონის რამდენიმე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა თანამშრომლობის შედეგები.
პროექტის საწყის ეტაპზე ტრენინგები ჩაუტარდათ როგორც პროექტში მონაწილე სტუდენტებს, ისე სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შიდა ქართლის მასშტაბით. შემდგომ ეტაპზე კი, სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა ერთობლივი ტრენინგები სტუდენტის და მასწავლებლის მიერ ისეთ თემებზე, როგორიცაა: რადიკალიზაციის და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია, წამახალისებელი გარემო-ფაქტორები.
მოსწავლეებს გაეცნოთ რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები და მეთოდები, მოხდა მოსწავლეების ინფორმირება სიძულვილის ენის, მისი გამოხატვის ფორმების და საკანონმდებლო რეგულაციის ფორმების შესახებ.
პროექტი - ,,ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ’’ ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის - სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორმუმისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება’’ ფარგლებში.