რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია
15 დეკემბერი,201715 დეკემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია თურქეთის რესპუბლიკის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია.
დელეგაციის წარმომადგენლებს: რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ალი ბილგინს, ამავე უნივერსიტეტის განანთლების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მეჰმედ კუჩუკს; თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ სალიჰ სარბი იავუზს და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენელს, პროფესორ ნები გუმუშს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს გორისა და რიზეს უნივერსიტეტების თანამშრომლობის საკითხები. არსებული გაცვლითი პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი რუსუსდან საღინაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მაია კიკვაძე