ქართული ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა

12 ივლისი,2019

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით მიმდინარე წლის 2019 წლის 08 ივლისიდან - 12 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა ,,ქართული ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა“, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა.
2019 წლის 12 ივლისს, კვირეული შეაჯამა ტირძნისის საჯარო სკოლის ნორჩ შემოქმედთა კლუბმა ,,მზე შინა“ (პედაგოგი ლუიზა ბერუაშვილი), რომელმაც წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ვიცე რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიების შეჯამებისას უნივერსიტეტის რექტორმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას და სერტიფიკატებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგი, ხოლო ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა თამარ გოგოლაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა საზაფხულო სკოლის ნორჩ მონაწილეებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა