ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სხდომა
13 აპრილი,20162016 წლის 13 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სხდომა ჩაატარა. პროფესორებმა ვიანორ ახალაიამ და გიორგი გოგოლაშვილმა ვრცლად ისაუბრეს დედაენის სიწმინდის დაცვაზე და 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლების მნიშვნელობაზე სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში. მომხსენებლებმა დამსწრე სტუდენტებს მშობლიური ენის სტილისტიკური ნორმების დაცვისაკენ მოუწოდეს.