ქართულ - თურქული სამეცნიერო კონფერენცია
13 დეკემბერი,2014
2014 წლის 12- 13 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართულ - თურქული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გავლა. ასევე, მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გორის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები ნიკა ჩიტაძე, ილიას უსტუნიერი და გიორგი ბაღათურია. გორის უნივერსიტეტის კანცლერი ასოცირებული პროფესორი გიორგი ხორბალაძე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 21 მოხსენება, შემდეგ სექციებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები და სოციალურ ეკონომიკური მეცნიერებები.