ქართულ-თურქულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15 დეკემბერი,2017

15 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტთან (რიზე, თურქეთი) თანამშრომლობით ქართულ-თურქულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენცია წუთიერი დუმილით დაიწყო. მონაწილებმა გორის უნივერსიტეტის გარდაცვლილ სტუდენტების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს და ქართულ-თურქულ ურთიერთობასა და საგანმანათლებლო სივრცეში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ბატონი ალი ბილგინი და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი, პროფესორი, ბატონი ნები გუმუში. პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა.
სულ წარმოდგენილი იყო 66 მომხსენებლის ნაშრომი, მათ შორის 30, თურქეთის რესპუბლიკის შვიდი უნივერსიტეტიდან.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა