ქართულ-პოლონური საზაფხულო სკოლა

21 ივლისი,2018

16-21 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ქართულ-პოლონური საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ვარშავისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. საზაფხულო სკოლა მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. პროგრამა დატვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით და შემოქმედებითი აქტივობებით. სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს შიდა ქართლში მდებარე ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ატენის ხეობა, ეთნოგრაფიული და ოკუპაციის მუზეუმები, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, ასევე გენერალ პილსუდსკის სახელობის სკვერი.
საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გორის და ვარშავის უნივერსიტეტების თანამშრომლობასა და ქართულ-პოლონურ ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს და პროექტის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.
ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს საზაფხულო სკოლის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრად პოლონური წიგნები გადასცეს. საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიალი დასრულდა გორის უნივერსიტეტის ბენდის კონცერტით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა