პროფესორმა მანანა თანდაშვილმა წაიკითხა ლექცია
07 აპრილი,2022მიმადინარე წლის 7 აპრილს, გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ქართული ენის ლიტერატურის ცენტრის მოწვევით ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერის ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ქართველოლოგია 21-ე საუკუნეში“, სადაც ისაუბრა ენის მოდელირების, ენათა ელექტრონული დოკუმენტაციის, კორპუსის ლინგვისტიკის, დიგიტალური ბაზების, ქართული ენის ეროვნული კორპუსისა და სხვათა შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები