პროფესორი ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექცია
08 ივლისი,2021მიმდინარე წლის 8 ივლისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: “ქაოსი და კოსმოსი მითოსურ აზროვნებაში”.
ლექციას უძღვებოდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელგუჯა დადუნაშვილი, რომელმაც ისაუბრა კოსმოსის წესრიგის რღვევა-აღდგენის შესახებ, ახსნილი იყო სვანური ხალხური ტრადიციის, „ლიპანალის“, მაგალითზე, თუ როგორ იცვლის სახეს წეს-ჩვეულება დროთა განმავლობაში.
ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.