პროფესორი ადამ იაკუზევიჩი გორის უნივერსიტეტში
24 მაისი,2022მიმდინარე წლის 23 - 27 მაისს ერასმუს +-ს პროგრამის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბიდგოშჩის კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორს, ადამ იაკუზევიჩს მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს პროფესორმა იაკუზევიჩმა უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგრამების სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „რელიგიის თავისუფლება ევროპაში“.
ლექციის მსვლელობისას პროფესორმა ადამ იაკუზევიჩმა რელიგიის თავისუფლების პროცესზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.