პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
18 ივნისი,20212021 წლის 18 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პროფესორ მარიამ კობერიძის ორგანიზებით გაიმართა, ცნობილი ქართველოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ,,ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ, წარმატება უსურვეს და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა შალვა კირთაძემ; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა ივანე მთვარელიძემ.
ქართველოგიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტის პროფესორებმა ვიანორ ახალაიამ, თამარ გოგოლაძემ, მარიამ კობერიძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ეკა დადიანმა, მაია მიქაუტაძემ;; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა მახაჭაძემ; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა ტაბიძემ; საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის პროფესორმა ელზა ფუტკარაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ოჯახის წევრები, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პროფესორ ტარიელ ფუკარაძის ქალიშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ნათია ფუტკარაძემ.
კონფერენცია შეაჯამა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და მსმენელებს აქტიურობისთვის, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები.