პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი გამოცემული წიგნი
13 ივნისი,2019თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით 2019 წლის 11-14 ივნისს, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი (მ/შ), პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და პროფესორი ოთარ ჯანელიძე.
11 ივნისს გაიმართა სიმპოზიუმის პლენარული სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ისაუბრა ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ, სიმპოზიუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა მასპინძელ უნივერსიტეტს და თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეს, პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადასცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი გამოცემული წიგნი.