პროფესორ ოთარ ჯანელიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია

23 მაისი,2024

2024 წლის 23 მაისს გაიმართა ქართველი ისტორიკოსის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ოთარ ჯანელიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, რომელმაც პროფესორ ოთარ ჯანელიძეს მიულოცა საუბილეო თარიღი და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის სახელით გადასცა მადლობის სიგელი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ პროფესორი ოთარ ჯანელიძე, ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის, აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. იუბილარს სიგელი გადასცა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწემ ბატონმა პაატა სურგულაძემ.
პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა მუსა ჰასიმლიმ; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, იბრაჰიმ თელიოღლუმ; აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა; განჯის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჩინარა საფაროვამ; ახალციხისა და არდაჰანის უნივერსიტეტების პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ მაცაბერიძემ; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა