პროფესორ ნოდარ მირაზანაშვილის საჯარო ლექცია

11 მაისი,2023

მიმდინარე წლის 11 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში, პროფესორმა ნოდარ მირაზანაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: “ბავშვთა უფლებები საერთაშორისო დოკუმენტებსა და საქართველოს კანონმდებლობაში“.
ლექციას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის მასწავლებლები, რომლებმაც 2022 წელს ბავშვთა უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „ინკლუზიური განათლება“ გაიარეს.
გაეროს ბავშთა ფონდის მხარადჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს დაფუძნდა ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი, სადაც ხორციელდება ტრენინგ-მოდულები შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული პერსონალი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ასევე დაარსდა ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა