პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.
28 ოქტომბერი,20212021 წლის 28 ოქტომბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კონფერენციაში მონაწილეებს წარმატებები უსურვა და გააცნო მიმდინარე სიახლეები.
პროგრამით წარმოდგენილი იყო 35 ავტორის/თანაავტორის 31 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)“, ისტორია)“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, „განათლება“, „სპორტი“.