პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
14 ივნისი,201914 ივნისს გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც წარმატება უსურვა თითოეულ მონაწილეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი. კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სექციებში, სადაც წარმოდგენილი იყო სამათეულზე მეტი მოხსენება.