პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
08 ივნისი,20172017 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო სფეროში არსებულ სიახლეებზე.
დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 36 მოხსენება, რომლებიც გადანაწილდა 7 სექციაში.