პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
24 ივნისი,201624 ივნისს ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამეცნიერო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 33 მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“, „ბიზნესი და მართვა“, „სოციალური მეცნიერებანი და სამართალი“, „ლინგვისტიკა“, „ლიტერატურა“, „ისტორია“.