პროფესორ-მასწავლებელთა და საჯარო სკოლების მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
20 ივნისი,20142014 წლის 20 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და შიდა ქართლის საჯარო სკოლების მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციაზე 23 მოხსენება იყო წარმოდგენილი შემდეგ სექციებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბუნებისმეტყველება, განათლება, ისტორია. კონფერენციაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის მეორე, მეშვიდე და მერვე საჯარო სკოლების, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქიწნისის, ახალდაბის, ატენის, არბოს, ზემო ხვითის, ფხვენისის, ტინისხიდის, ახალხიზის საჯარო სკოლების, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის #2 საჯარო სკოლის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - რუისის #3 და ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები.