პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მონოგრაფია
01 აპრილი,2019გამოიცა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მორიგი მონოგრაფია - ,,ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორია“.
წარდგენილ ნაშრომში განხილულია ცხინვალის რეგიონის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრება XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის ჩათვლით.
წინა პლანზე წამოწეულია ცხინვალისა და მის მიმდებარედ არსებული ქართულ-ოსური და ქართულ-ებრაული ლიტერატურულ - კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეტალები.
ყურადღება გამახვილებულია გასული საუკუნის ცხინვალში არსებულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ჟურნალისტური და თეატრალური ცხოვრების საგულისხმო მომენტებზე, კულურულ ურთიერთობათა იმ ღრმა ტრადიციების ნიუანსებზე, რომლებიც დღეს ერთგვარად საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
დიდი ფორმატის შვიდას გვერდზე მოცემულ მონოგრაფიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თითოეული თავის ბოლოს დართული ფოტომასალა. ნაშრომს ახლავს გამოყენებული ლიტერატურის და შენიშვნების ვრცელი სია, რეზიუმე ინგისურ ენაზე, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.
იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალი დღეს შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია, ვფიქრობთ, ნაშრომი დახმარებას გაუწევს საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.