პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ეწვივნენ ზემო ნიქოზს
03 ივნისი,20212021 წლის 3 ივნისს , სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული შიდა პროექტის ,,საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ლაპიდარული წარწერები და ეპიტაფიები“ - ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, მკვლევარი - ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და პროექტის მონაწილე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: სოფიკო სეხნიაშვილი, სალომე გელდიაშვილი, თეონა ქოქაშვილი, ნათია მაზმიშვილი, ნინო კაპანაძე, ნათია მინდიაშვილი და მარიამ ლომსაძე ეწვივნენ სოფ. ზემო ნიქოზს.
პროექტის წევრებმა აღრიცხეს, დაზომეს, გადაიღეს ზემო ნიქოზის ღვთაებისა (V_VI სს.) და მთავარანგელოზის (X ს.) ტაძრებზე არსებული ლაპიდარული წარწერებისა და ტაძრების მიმდებარე ტერიტორიის სასაფლაოზე მდებარე ძველი საფლავების ეპიტაფიები.
პროექტი მთლიანობაში ითვალისწინებს ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე, ზემო და ქვემო ხვითში არსებული სიძველეების, ლაპიდარული წარწერებისა და ეპიტაფიის გამოვლენას, აღნუსხვას, დამუშავებას, შესწავლას და გამოცემას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფოტოგამოფენის მოწყობაც.
ამ მიზნით, ზემოხსენებულ სოფლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ვიზიტი.
სტუდენტები მუშაობის პროცესში ეუფლებიან ზოგადად პალეოგრაფიის, ლაპიდარული და ფრესკული წარწერების კითხვის და დათარიღების უნარ-ჩვევებს, რაც უთუოდ წაადგებათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას მშობლიური კუთხის შესწავლის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი პროექტიდან მიღებულ თანხას მთლიანად უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ურიცხავს.