პროექტი

02 თებერვალი,2015

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის/Cooperation for Peace and Progress” „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან“ თანამშრომლობით იწყებს პროექტს „გორის ლექციები: “უცნობი“ საბჭოთა წარსული“.
პროექტი მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსიისთვის საჭირო პლატფორმის შექმნას, საბჭოთა კავშირის შესახებ ინფორმაციული დონის ამაღლებასა და ახალგაზრდებში ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
პროექტის უკეთ გაცნობის მიზნით, 30 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გაცნობითი სახის შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 30 იანვრიდან 13 თებერვლის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: http://ow.ly/IaSEV

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა