პროექტი - „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“

24 სექტემბერი,2015

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თამარ ლიპარტელიანი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროექტი - „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ რომელსაც ორგანიზაცია „მოქალაქე“ იწყებს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.
პროექტის მიზანია:
ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს პროექტის გამარჯვებული გუნდის წევრებმა ნინო მერებიშვილმა და ანა ცაიშვილმა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა