პროექტი „ინოვაციების სკოლა“
14 ნოემბერი,2016გორის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მხარდაჭერითა და ორგანიზაციების - „EMT განათლებისა და მართვის გუნდი“ და „ინოვაციები დემოკრატიისათვის“ პარტნიორობით, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განხორციელდა პროექტი „ინოვაციების სკოლა“.
კვალიფიციური ტრენერების მიერ ჩატარდა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:
პროექტის წერა და მართვა;
ლიდერობა და გუნდური მუშაობა;
ეფექტური კომუნიკაცია;
ლოგიკა/დაკვირვება.
ლექციათა ციკლი წაიყვანეს გორის უნივერსიტეტის პროფესორებმაც: თინათინ მშვიდობაძემ (ვებ დიზაინი), ნანული ქოქაშილმა (სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე ორგანიზაცია საქართველოში), თინათინ იოსებიძემ (სისხლის ჯგუფების გენეტიკა და მისი დამოკიდებულება ხასიათისადმი), ნელი გოგონაშვილმა (ეკოლოგიის თანამედროვე გლობალური პრობლემები), ლექტორმა მარიკა უბირიამ(სისხლის ჯგუფების გენეტიკა და მისი დამოკიდებულება ხასიათისადმი). მსგავს პროექტებს მიეცემა პერმამენტული ხასიათი. პროეტის კოორდინატორი თინათინ მშვიდობაძე.